
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ნაწილობრივ უარი ვთქვი მხატვრობაზე, მომღერლობასა და მსახიობობაზედა ჩემი მომავალი ჟურნალისტიკას დავუკავშირე. გუშინ კი აღმოვაჩინე და საფუძვლიანად დავრწმუნდი, რომ ჟურნალისტიკაში მიმდინარე ბევრი რამ არ მცოდნია. შიდასამზარეულოს ვგულისხმობ.
ჰოდა გუშინ ღამით, 11–ისკენ ალბათ, Facebook–ზე დავწერე:
მე, როგორც სამარცხვინო ჟურნალისტმა, გადავწყვიტე, გაზეთები ვიკითხო და რომლებით დავიწყო? არ ვხუმრობ.
ნუ არაფერი… დავწექი, დავიძინე.
დღეს ისე ჩავრთე კომპიუტერი, ეგ არც გამხსენებია. Facebook-ზე კი ვხედავ, რომ ჩემს პოსტზე 57 კომენტარია. მშვენიერი დისკუსია გაჩაღებულა. თაზო “რეზონანსის” კითხვას მირჩევდა (გასაგები მიზეზების გამო)
და მარი ახსიაშვილი “24 საათისას”. ამ გაზეთის ხსენებას მოჰყვა ტერმინები “მიკერძოებული”, “ხელისუფლების გაზეთი” და მსგავსნი მისნი. “რეზონანსი” შედარებით მშრალად გამოვიდა.
ძალიან მესიამოვნა ეს დისკუსია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ მიერ წამოწყებული თემის გარშემო ატყდა (:P), არამედ ყველა ჭეშმარიტად თავის მოსაზრებას ამბობდა და იმასაც აღიარებდა, რას კითხულობდა და რას – არა. სხვათა შორის, დისკუსიაში გაკვრით “ალიაც” და “ასავალ–დასავალიც” ახსენეს, თუმცა არ ურჩევიათ, წაიკითხეო. ზოგმა ისიც დაწერა, სჯობს ეგრე “სამარცხინო ჟურნალისტად” დარჩეო
საბოლოო ჯამში “რეზონანსი” და “24 საათი” შემორჩა ლიდერთა პოზიციებს. არადა ორივე ყოველდღიური გაზეთია (კარგია, ეს რომ მაინც მახსოვს): ორივე ერთად სადღაც 1,5 ლარი ღირს. ინტერნეტში მათი წაკითხვა ძააალიან მეზარება, თან “რეზონანსი” ამ ტექნოლოგიის მიმართ მწყრალადაა. მომენატრა სადმე გარეთ დაჯდომა და გაზეთის გადაფრუცვლა. მომენატრა, რა, როდის მიკეთებია?
ჩემი აზრით, ყველა ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე მინიმუმ 2 განსხვავებულ გაზეთს უნდა კითხულობდეს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სამარცხვინო ჟურნალისტი ვარ. არა, თავს არ ვიკლავ და არ ვიწყევლი, მაგრამ ძალიან არ მომწონს, რომ აღარ ვკითხულობ პრესას და მერე რაღაც–რაღაცებს სხვების ნათქვამიდან ვიგებ. რატომ?
ამიტომაც გადავწყვიტე, გაზეთების კითხვა 3 მიზეზით დავიწყო:
1. გავეცნო პრესას და იქაურ ჟურნალისტებს
2. გავიგო იქაური ტენდენციები
3. დავეხმარო პრესას
აი, მესამე პუნქტის გამო, ალბათ, მართლა ვიზამ ამას, რადგან დღევანდელ პრესას მართლა უჭირს.
უჭირს იმიტომ, რომ კონკურენტები არ ჰყავს.
არ ჰყავს იმიტომ, რომ არ იცის, რომ ჰყავს.
იმიტომ არ იცის, რომ არ აინტერესებს.
არ აინტერესებს იმიტომ, რომ არ იყიდება ნორმალურად.
ჯანდაბას, 2 ლარს მოვიძულებ, ჩემს სიზარმაცესაც როგორმე მოვერევი და დღეს 2 გაზეთს ვიყიდი. თვალს გადავავლებ და შემდეგ პოსტში მოკლედ შევაჯამებ. მოკლედ, გამაგრდი, Zurriuss!














ზურა, “რეზონასნი” საკმაოდ იაფიც ღირს – 50 თეთრი.
მით უკეთესი
ისე, ბოლო დროს “ლიბერალსაც” მივანებე თავი. შენ კითხუობ?
მხოლოდ საიტზე ვკიტხულობ, არ ვყიდულობ. ჩემი ჯიბისთვის ძვირია
zur, wavikitxe sheni naazrevi da guli damwyda, rom “kviris palitra” aravin girchia
ეგ გაზეთი სულ თვალში მეჩხირება, მაგრამ გაძვირდა. მოკლედ, გულს ნუ გაიტეხ, მაგის ჯერიც დადგება
შეგიძლია მხოლოდ ე.წ. ნაციონალური პრესით არ შეუზღუდო თავი და “ბათუმელებსაც” გადახედო. მართალი თბილისში არ იყიდება, მაგრამ ამას გარკვეული უპირატესობაც აქვს, 70 თეთრის გადახდის გარეშე შეგიძლია ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო გაზეთის პდფ ვერსია ყოველ ოთხშაბათს.
ოოოოო, ბათუმელები აუცილებლად გამოიწერე, უფასოა, თან საინტერესო.
და ფული საიდან და როგორ უნდა გადავიხადო, რომ გამოვიწერო?
newspapermarketing@gmail.com ამ მისამართზე მიწერე, რომ გსურს რეგულარულად მიიღო ბათუმელების ელ.ვერსია და ყოველ კვირა გამოგიგზავნიან ყოველგვარი თანხის გარეშე
ici rashia saqme, imistvis rom iyo kargi jurnalisti sakmarisia icode rom arseboben cudi jurnalistebi da daaxloebit icnobde sashualo statistikur ceris maneras da stils.
ai roimeli qartuli jurnalic ar unda aigo daitanjeba iseti qartulit ceria yvela statia da azrzze da shinaarsze saubarci ar girs
ase rom shansebi rom samive punqti sheasrulo da tan kargad arc ise didia!~
1 ase Tu ise gamova , meore verafriT nu ai azrs ver daatan
da mesamedan daicye egreve
გავიცინეთ
მეც ვიფიქრე ერთ დროს ამავე საკითხზე. ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა გაზეთს ვკითხულობდი. ოღონდ, ფული არ გადამიხდია ამ სიამოვნებასა, თუ უსიამოვნებაში
პარლამენტში მაქვს აკრედიტაცია და იქ, მედიაცენტრში ვკითხულობდი „უფასო პრესას“.
შედეგი კი იყო ის, რომ ხან აღვშფოთდი, ხან _ გავიკვირვე, ხან მომეწონა კიდეც… ზოგჯერ უბრალოდ გავოგნდი… დღემდე თვალებში მაქვს ერთ-ერთ გაზეთში ამოკითხული ფრაზა (ჟურნალისტის მიმართვა რესპონდენტისადმი) ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას არ დავასახელებ, მაგრამ, ვიტყვი, რომ ინტერვიუ (თუ ამას ინტერვიუ, ან, საერთოდ, ჟანრი ჰქვია) იყო „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერთან _ გუბაზ სანიკიძესთან.
ინტერვიუს ავტორი ჟურნალისტი ზემოთხსენებულ რესპონდენტს პირდაპირ ამ სიტყვებით მიმართავდა:მაგ სიმართლით იარეთ ბატონო გუბაზ!
…. კომენტარი იქით იყოს და… ამის შემდეგ პარლამენტის მედიაცენტრში ისე გავივლი და გამოვივლი ხოლმე, რაც უნდა დრო მქონდეს, პრესის კითხვის სურვილი აღარ მაქვს.
მაგრამ, მაინც ყველას ვურჩევ, იკითხეთ პრესა! გაზეთების მიმართ საზოგადოების ინტერესი გამოცემების ტირაჟზე აისახება, ტირაჟი ჟურნალისტის ჰონორარზე… კარგი ჰონორარის პირობებში კი იმედს ვიტოვებ, ჟურნალისტებიც უკეთ წერას შეეცდებიან… რა ვიცი, იქნებ, გამოუვიდეთ კიდეც.
მართალი ხარ
მე მაინც ონლაინ ვერსიების კითხვა მირჩევნია, ძირითადი ნეტში არის, ასე რომ, ფულის ხარჯვა არ მიწევს.
პ.ს. “ასავალ-დასავალის” და “საქართველო და მსოფლიოს” ერთგული მკითხველი ვარ, ინტელექტუალურად მაძლიერებს.
ერთი ტექნიკური კითხვა:შენს ბლოგზე გვერდები როგორ გააკეთე ისე, რომ ყველა მათგანზე შეგიძლია ერთზე მეტი პოსტის დაწერა?
მითხარი, რა
“7 დღე”. ოთხმოცდაათიანი წლების.
„ასავალ-დასავალი“ რომელ გვერდებზეა ინტელექტუალურად ძლიერი დამისაბუთოს ვინმემ და დავიწყებ ამ გაზეთის კითხვას _ დღეში 2-ჯერ
„7 დღე“ კი სულ სხვაა… ასევე სხვაა „ახალი 7 დღეც“, მაგრამ, ეს გაზეთები მხოლოდ ბიბლიოთეკის არქივში შეიძლება ნახოთ. ანუ, მის წაკითხვას ფული არა, მაგრამ, საჯარო ბიბლიოთეკაში ჯდომა ნამდვილად სჭირდება
კიდევ ერთი რამ:
მე ბიბლიოეკაში გაზეთის წასაკითხად მხოლოდ მაშინ წავალ, როცა მათი მეცნიერული თვალსაზრისით განხილვა და განსჯა მომიხდება
აბა ისე რად მინდა გუშინდელი და გუშინწინდელი მოვლენების თუნდაც მაღალი ხარისხით შემაფასებელი პრესა? მაგის დრო პირადად მე არა მაქვს და, აქედან გამომდინარე, არც სურვილი.
მე დღევანდელობა მჭირდება, თორემ ილიას და სერგეი მესხს შარშანაც დავასხი ტვინი “ჟურნალისტიკის ისტორიას” რომ გავდიოდით
მაშინ, განაგრძე ძებნა. თუ რამეს საკითხავად ღირებულს იპოვი, შემატყობინე აუცილებლად.
“ახალი ალიანსი“ წაიკითხეე, 50 თეთრი ღირს.
zurikela me girchie darchi isev “samarcxvino jurnalistadtqo” da sul ar mimaqvs sityvebi ukan….
)) bechdur medias vecnobi mxolod net sivrceshi da isic garkveuli avtorebis garkveul statiebs…… met mashtaburobas namdvilad ar vapireb….
აუ, მე კი მგონი მარტო ბლოგების კითხვით შემოვიფარგლები და მეტი შორს არ წავალ
ახლა უნდა ვკითხულობდე მე ამ პოსტს?:))) “24 საათიც” 50 თეთრი ღირს:)) – გაიგებდი ალბათ უკვე:) მაგრამ სამშაბათის და შაბათის ნომერი ღირს ერთი ლარი ანუ ნიუ იორკ ტაიმსის და ვიკენდის დამატება სადაც არის:))
უკვე დავიკიდე გაზეთები