ქართველებს მოდა გვიყვარს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვგიჟჟჟჟჟდებით ისე გვიყვარს! ამას ვამბობ არანაირ გამოკითხვასა და წყაროზე დაფუძნებით. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვხედავ ჩემ გარშემო და რისი ნაწილიც, ნებით თუ უნებლიედ, მეც ვარ. ქვემოთ მოყვანილი თეზისები ყველაზე არ ვრცელდება, მაგრამ ბევრი თავისას ამოიკითხავს.
- გვიყვარს სერიალები. რა მნიშვნელობა აქვს, ეს ჩემი საყვარელი ”ჰაუსი” იქნება თუ გვადალუპესებრთა ოჯახის წარმომადგენელი. სერიალი სერიალია – მოდა.
- გვიყვარს მოწევა: ხელოვნურად დაგრუზულები რომ მეგობრებთან გავიქცევით და ერთ-ორ ღერს (თუ წვრილი იქნება, უფრო დონეა) რომ გავუფუილებთ სახლში ”ვამე ჯეჯააააა!”-ს ძახილით.
- გვიყვარს, როცა გვეფერებიან. მაშინაც კი, როცა ერთი ხელით გვეალერსებიან, მეორეში კი მათრახი უჭირავთ. ეს სიუტაცია მაშინაც გვიყვარს, როცა ვიცით ამის შესახებ (ეს, ვერ გავარკვიე, ხასიათში გვაქვს თუ ახალი მოდაა).
- გვიყვარს, როდესაც ერთსა და იმავე საგანს ორი სხვადასხვა მხრიდან გადავუღებთ სურათს და ორივეს სხვადასხვა ფოტოდ გავასაღებთ.
- გვიყვარს ერთი რომელიმე ტანსაცმლის ამოჩემება. აი, ყველა (გოგონები უფრო) რომ ერთ რაიმეს იყიდის და თურმე ყველა რომ იმაში გრძნობს თავს კომფორტულად, ის ყოფილა რასაც აქამდე ელოდნენ, იმის გარეშე ”ხო პრრრროსტო ძერზკი ვერ იქნები” და ა.შ. ბოლო დროს ასეთი ჩასაცმელი ე.წ. ჩადჟმული შარვლებია, რომელიც ყველას აცვია: განურჩევლად წონისა, სიმაღლისა, საჯდომის ზომისა. ყველას უნდა, იყოს ჩადჟმული ნინძა და იმიტომ.
- გვიყვარს, როდესაც გვგონია, რომ არ ვართ მასოვკის წევრები და ყველანი განსხვავებულები ვართ. ისეთები, რომ ზოგჯერ ვერავინ რომ ვერ გვიგებს. უკვე იმდენი ”განსხვავებული” დაგროვდა, რომ ერთი დიდი ”განსხვავებული მასოვკა” შეიქმნა.
- გვიყვარს ქართული ტანისამოსის ტარება – როცა ჩვენს მეგობარსაც აცვია და, მთლად უკეთესი, თუ ამას ტელევიზია გააშუქებს.
- გვიყვარს საკუთარი, ზოგჯერ ყველაზე მკრეხელური და ამაზრზენი აზრის საჯაროდ გამოჭენება, ვინაიდან თავისუფლება ნებას გვაძლევს, თუნდაც შუა ქუჩაში გავშიშვლდეთ, შპაგატში ჩავსხდეთ და ისე ვიყვიროთ ”მე მიყვარს საქართველოოო!”
- გვიყვარს ქვეყნის სიყვარულში შეჯიბრება.
- გვიყვარს ნებისმიერ რამეზე საკუთარი ”აზრის” გამოთქმა. თუნდაც ნოეს კიდობანზე საუბრისას რომ წამოვიძახოთ, იღუპება საქართველო ან რამე ეგეთი.
- გვიყვარს, როცა ვიცით, რომ ბევრი ვიცით და სად წავიღოთ, აღარ ვიცით.
- გვიყვარს, როცა ერთმანეთს ინგლისურად შევებაასებით ხოლმე, ისე, როგორც 20 წლის წინ (მთელი 200 წელი) ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ რუსულად.
- გვიყვარს, როდესაც ვამბობთ ”ხალხნო, ეს ფაქტი ყურადღების მიქცევას არ იმსახურებს!” და იმდენს ვიძახით, სანამ ყველა არ გაიგებს…
ჩვენ გვიყვარს ქართული მოდა 🙂
თუ რამე გამომრჩა, დაამატეთ. ყველა სფეროს მე ვერ გავწვდები
Sakmarisi iko, zaan magari siaa :)))
ქალიშვილობაზე და ქართულ ძირძველ ტრადიციებზე ლაპარაკიც გვიყვარს (ოღონდ ლაპარაკი :)) ), შემოგევლოთ ქეთინო დეიდა, მე ცოტა თქვენზე მეტი გამეგება და მეტი მინახავს ამ ცხოვრებაში, ორჯონიკიძეშიც და თურქეთშიც მარა ეგ რა მოსატანია აქ, ეგეც მიაწერე სიას :)))) ჩადჟმულ შარვლებზე ზედმეტი არ გავიგო, პირველი პარტია თბილისში მე შემოვიტანე 😐
ქეთინო დეიდა, უკეთეს ტავარს ველოდები თქვენგან და კიდევ პალტო მაქ ორბორტიანი საყიდელი და ამ ზამთარს თქვენს იმედად ვარ 😉
ქეთინოოოოო, მე კიდე დუტის კურტკა მინდა, 6 იქს ელი 🙂 არ დამაღალატო იცოდე
მეკიდე დაპირებული პოსტი ქალიშვილობაზე. აქაო და ეგენი მინახავსო… ჰოდა გვითხარი ჩვენ, არაქალიშვილებს, როგორია აღარ–ქალიშვილობა 😀
ოოოოოოოოოო, ზურიუს, მეგონა რაღაც ამერია და გაკვირვებულიო ვათვალიერებდი ეს სად მოვხვდი-მეთქი. 🙂 სად გაქრა მარია კალასი, ლურჯი ვეშაპი, ლუჩანო პავაროტი…თურემ შენს ჟურნალისტურ ბლოგზე ვყოფილვარ 🙂
ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე ერთ გავამხელ: იმედია, უფრო მეტად კრიტიკული და უფრო მეტად პროვოკაციული იქნები. მშვიდი, წყნარი, დამამშვიდებელი და ღრმადშინაარსიანი ბლოგი უკვე გაქვს. ჰო და, აქ ველი უფრო მოკლე პოსტებს და უფრო მეტ პროვოკაციას.
ჰო მართლა, კარგი დასაწყისია 🙂
და კიდევ, ეს კომენტარების მოდერაცია გააუქმე თუ ძმა ხარ…:)
ჰო, ამიტომაც გავყავი ესენი ცალ–ცალკე. თან ჯიპას რაღც–რაღცებსაც აქ დავწერ. მოდერაცია, მგონი, პირველი დამტკიცების შემდეგ ავტომატურად გამოირთვება 😉
: )))))))))))))
bravo!
ლილიან ჩორვენაძე, სად დაიკარგეეეე? :)))))))))
აქედან მხოლოდ მეექვსე და მეცხრე მეხება 😀 😀 😀 😛
ოჰ, მოძებნა გამოსავალი :))))
+10 უძლიერესი იყო, მაგას ვყვირი სულ, დღეს იმდენი და ისეთი რამაა მოდაში, ტანსაცმილს წარმოებელ სერიოზულ ბრენდებს შეშურდებათ!
გუშინ კიდევ ერთი ჩადჟმული გოგო დავინახე. არადა სახეზე კაი ტიპშა ჩანდა, მაგრამ მის შინაგან სამყაროზე მისი ჩადჟმულობის მიხედვით შემექმნა წარმოდგენა 🙂
შემოდით ჩემს ბლოგზე და გაგიხერხებთ რაღაცას, 6 იქსელები აღარ ჩამომაქვს, მარტო სპეცზაკაზებით ვმუშაობ ძაან ახლობლებისთვის და კაი ბიჭი ჩანხარ, კაი გაგიხერხებ რაღაცას :S
სხვის ბლოგებზე რეკლამებს არა ვართ, ქნ. ქეთინო 🙂
ჰაუსს ვუყურებ და გრეის ანატომიას
არექიმობას ასე ვინაზღაურებ :უსერ:
მოდას მივდევ? 😀
იცი, ეგ კითხვა მეც გამიჩნდა, იმიტომ, რომ “ჰაუსზე” მეც ვგიჟდები.
მარა ეგრე კომპიუტერში ყველანი ვართ გადავარდნილები და ეგეც მოდა გამოდის. პრინციპში, მოდაა აბა რა. ზოგი საქმისთვის იყენებს, ზოგი – ურთიერთობისათვის, ზოგი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაა.
აი, მაგალითად, ალან რიკმანი (სივირუს სნეიპი “ჰარი პოტერიდან”) არც მობილურს ხმარობს და არც კომპიუტერს 🙂
egeni moda ki ara,kvazo movlenebis nusxaa 😛
ise,shardense mjdar ,,sastavs” davamatebdi da kide isetebs,ro izaxian yvela ubedureba saqartvelostvis aris marto damaxasiatebelioo…
eg chajmuli sharvlebi cels 8 qveyanashi viyavi da yvelgan egeti popularuia
asevea ,,hausi” da sakutari azris dafiqsireba da sxvisi ar mosmena…
აი, რა კარგია ამ სფეროში ჩახედილი და დაკვირვებული ადამიანის თვალით დანახული პოსტი 🙂
შარდენზე სიამოვნებით ვსეირნობ და ვსტვენ ყველას გასაგონად… 😀 😀
“ჰაუსი” ჩემი სისუსტეა და რაც გინდათ, ის დაარქვით. არ ვარ სრულყოფილი, ბატონოოოო 😛
ჩაჯმულ შარვლებს კიდე არასოდეს შევიწყალებ 🙂
ეგრეა, დაა… 😛 სვანივით გამომივიდა 😀
არაუშავს, კიდე იქნება 😛