იყო სმკ – საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. იყო შევარდნაძეც. ეჰ, ნეტა იმ დროს… პური 35 კაპიკი ღირდა; კაპიკი კი არა და, თეთრი; ყველი – 2,50 თ.; Bounty – 50 თ. და 2 ცალს ვყიდულობდი ბაზარში.
ყოველივე ამასთან ერთად იყო ორი ”დიდების ზღაპარი”: ერთი სახელმწიფო ტელევიზიაში, მეორე – პარლამენტში. პირველზე ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა; მეორე – ისე რა. განსაკუთრებით პლენარულ სხდომებს ვერ ვიტანდი, მე-2 არხი რომ გადმოსცემდა.
ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა ყველგანშეღწევადია და მას ვერც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზე–გამძლე სარკოფაგიც ვერ შეაჩერებს, მეც “ამიღო” ამ გატაცებამ. სხდომბს სისტემატურად არ ვუყურებდი, მაგრამ დიდი სიამოვნებით ველოდი ხოლმე, როდის დაეტაკებოდა გავეშვეშებული დავითაშვილი “აღორძინების” სასტავს. აქეთ ლეიბორისტები აჩხავლდებოდნენ, შალვას როგორ შეაგინეო, იქით ერთი – ორი სმკ–ელი გამოიშვერდა წიხლს და უჰ, რა ჯობია ბრეგვაძეებში ქეიფს!… 🙂
კი, ნამდვილად მომენატრა ქართული დაკა–დაკა. რჩეულიშვილის მონგრეული ყბა და რჩეულიშვილის მიერ გაწუწული ციცქნა ნათაძე. ვიტალი ხაზარაძის მიერ გამოცემული არაადამიანური ჟღერადობის ბგერები და ცოტნე ბაკურიას თავზე ნაზად მობიბინე ფუჩეჩი თმა. პარტიები, ფრაქციები და ათასი ჯურის ადამიანი ერთმანეთს რომ დაერეოდა. ერთი მეორეს მეგალადონივით რომ წამოახტებოდა კისერზე და თავს მაგიდებზე რომ აუგოგლიმოგლებდა. 😛
ეჰ… წავიდა კარგი ცხოვრება და თან წაიყოლა მრავალი გოლოვორეზი. მაშინდელი პარალამენტი იმიტომ არ მოგვწონდა, რომ უსაქმურებისა და უკულტუროების ბუდე იყო და თუ ვინმეს განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, 45 ზომა ფეხსაცმელი სახეში ჰქონდა დამიზნებული. აბა, დღეს ვინ გაღირსებს ერთ მუშტის მოქნევას მაინც. გავიდა დრო და პარლამენტში საქმეც გამოჩნდა და კულტურაც აიმაღლეს. მაგრამ რა? დაიწყო მოსაწყენი სხდომები. პარლამენტის დარბაზი კვერცხის ლატოკებს დაემსგავსა, სადაც ყველას ერთი აზრი აქვს. და, რაც ყველაზე მეტად მწყინს, არავინ არავის სცემს და აგინებს 😦 აბა, რა აზრი აქვს პარლამენტის არსებობას? 😦
მომენატრა ქართული Reality TV, ქართული დაკა–დაკა.
ზარიუს, ეს პოსტი ჰელოუვინს ეძვნება? 😀
აუ, მინდა მანდ წასვლა. მიდიხარ შენ? 🙂
უჰ რა კარგი რამეები გენატრება ზურიუს. რა ჯობდა პურის რიგებში დგომას ღამის სამ საათზე დენის გრაფიკს და რა მოსთვლის კიდევ რა გასართობი არ გვქონდა იმ ბუნჩულა ბაბუას დროს:) ისე ლანძღვა გინება გუშინ არც ჩემ პოსტს აკლდა ეტყობა კაი ბიჭის დედაა ეგ ქართლის დედა და მე ვისზეც დავწერე კაი ბიჭის და იმიტომ ეწყინათ ასე:) შპაგატში ჩასული თუთბერიძე მართლაც კარგი სანახავი იქნება:)
ახხ ,ცუდი დრო იყო… ჩემი ბავშობა თუ რაღაც მსგავსი….
ახლაც არა უკეთესი… ნუ იმ პეროდთან შედარებით უკეთესია,
მაგრამ პრობლემებს რა დალევს….
რა მოხდა ასეთი იმ დროს?