Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘მედია’ Category

ხელობა – ვიცი.

I’m a journalist.

რატომ არ უნდა ვირჩინო თავი იმით, რაც ვიცი და რაც მაცხოვრებს? რატომ არ უნდა ვიყო მოსყიდული ჟურნალისტი?

Why?

მუშაობისას ვიტყვი და არ დავმალავ, რომ ამას ხელობისთვის და ფულისთვის ვაკეთებ. ვიტყვი იმასაც, თუ ვინ მაფინანსებს.

Yes, I will!

მიპასუხებენ, რომ ამით პასუხისმგებლობას ვიხსნი ისევე, როგორც შემიძლია, ადამიანს სახეში ხელი გავარტყა და ვთქვა, რომ შეურაცხადი ვარ.

მაგრამ როცა ფული გესაჭიროება და იცი, როგორ იშოვო, რა უნდა ქნა? კანონით აკრძალულს ხომ არფერს ჩავდივარ? თან ხომ არ ვიტყუები, რომ სინამდვილეში რის გამოც ვიქცევი ასე?

თუ ყოველივე ამას დავუმატებთ იმასაც, რომ ჩემი საქმიანობა, ჟურნალისტობა, ძალიან მიყვარს, ვიქნები თუ არა “ოქროს გალიაში” გამომწყვდეული? გაითვალისწინეთ ისიც, რომ მე ეს ოქროს გალია მომწონს და არ ვარ წინააღმდეგი. მაინც გამომწყვდეული ითქმის ჩემზე? 🙂

Advertisements

Read Full Post »

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ნაწილობრივ უარი ვთქვი მხატვრობაზე, მომღერლობასა და მსახიობობაზედა ჩემი მომავალი ჟურნალისტიკას დავუკავშირე. გუშინ კი აღმოვაჩინე და საფუძვლიანად დავრწმუნდი, რომ ჟურნალისტიკაში მიმდინარე ბევრი რამ არ მცოდნია. შიდასამზარეულოს ვგულისხმობ.

ჰოდა გუშინ ღამით, 11–ისკენ ალბათ, Facebook–ზე დავწერე:

მე, როგორც სამარცხვინო ჟურნალისტმა, გადავწყვიტე, გაზეთები ვიკითხო და რომლებით დავიწყო? არ ვხუმრობ.

ნუ არაფერი… დავწექი, დავიძინე.

დღეს ისე ჩავრთე კომპიუტერი, ეგ არც გამხსენებია. Facebook-ზე კი ვხედავ, რომ ჩემს პოსტზე 57 კომენტარია. მშვენიერი დისკუსია გაჩაღებულა. თაზო “რეზონანსის” კითხვას მირჩევდა (გასაგები მიზეზების გამო) 🙂 და მარი ახსიაშვილი “24 საათისას”. ამ გაზეთის ხსენებას მოჰყვა ტერმინები “მიკერძოებული”, “ხელისუფლების გაზეთი” და მსგავსნი მისნი. “რეზონანსი” შედარებით მშრალად გამოვიდა.

ძალიან მესიამოვნა ეს დისკუსია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ მიერ წამოწყებული თემის გარშემო ატყდა (:P), არამედ ყველა ჭეშმარიტად თავის მოსაზრებას ამბობდა და იმასაც აღიარებდა, რას კითხულობდა და რას – არა. სხვათა შორის, დისკუსიაში გაკვრით “ალიაც” და “ასავალ–დასავალიც” ახსენეს, თუმცა არ ურჩევიათ, წაიკითხეო. ზოგმა ისიც დაწერა, სჯობს ეგრე “სამარცხინო ჟურნალისტად” დარჩეო 🙂

საბოლოო ჯამში “რეზონანსი” და “24 საათი” შემორჩა ლიდერთა პოზიციებს. არადა ორივე ყოველდღიური გაზეთია (კარგია, ეს რომ მაინც მახსოვს): ორივე ერთად სადღაც 1,5 ლარი ღირს. ინტერნეტში მათი წაკითხვა ძააალიან მეზარება, თან “რეზონანსი” ამ ტექნოლოგიის მიმართ მწყრალადაა. მომენატრა სადმე გარეთ დაჯდომა და გაზეთის გადაფრუცვლა. მომენატრა, რა, როდის მიკეთებია? 🙂

ჩემი აზრით, ყველა ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე მინიმუმ 2 განსხვავებულ გაზეთს უნდა კითხულობდეს.  სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სამარცხვინო ჟურნალისტი ვარ. არა, თავს არ ვიკლავ და არ ვიწყევლი, მაგრამ ძალიან არ მომწონს, რომ აღარ ვკითხულობ პრესას და მერე რაღაც–რაღაცებს სხვების ნათქვამიდან ვიგებ. რატომ? 🙂

ამიტომაც გადავწყვიტე, გაზეთების კითხვა 3 მიზეზით დავიწყო:

1.  გავეცნო პრესას და იქაურ ჟურნალისტებს

2. გავიგო იქაური ტენდენციები

3. დავეხმარო პრესას

აი, მესამე პუნქტის გამო, ალბათ, მართლა ვიზამ ამას, რადგან დღევანდელ პრესას მართლა უჭირს.

უჭირს იმიტომ, რომ კონკურენტები არ ჰყავს.

არ ჰყავს იმიტომ, რომ არ იცის, რომ ჰყავს.

იმიტომ არ იცის, რომ არ აინტერესებს.

არ აინტერესებს იმიტომ, რომ არ იყიდება ნორმალურად.

ჯანდაბას, 2 ლარს მოვიძულებ, ჩემს სიზარმაცესაც როგორმე მოვერევი და დღეს 2 გაზეთს ვიყიდი. თვალს გადავავლებ და შემდეგ პოსტში მოკლედ შევაჯამებ. მოკლედ, გამაგრდი, Zurriuss! 🙂

Read Full Post »

“I’ll find him in Odnoklassniki. He is a friend of my friend,” “OK, I’ll contact him on Facebook.” Both types of phrases have become frequent in everyday conversations.  It’s all about social media’s growing popularity and the first phrase is associated with Odnoklassniki and the other – with Facebook. Two different types of social media, with different style of work, have impact on many Georgians’ way of living.  Evidently some users are even ready to pay for various extra functions or points to their profile. In general, Odnoklassniki and Facebook somehow divide the society in big groups different environments, acquaintance and type of communication. (more…)

Read Full Post »

მახსოვს, აგვისტოს ომის პერიოდში, როცა უცხოელების კომენტარები გადიოდა პირდაპირი ეთერით, ქართველები როგორ თარგმნიდნენ. შუადღისას გაკეთებულ განცხადებაში, რომელშიც გერმანიის კანცლერი არც თუ ისე გვამართლებდა რუსეთის წინააღმდეგ ომში, სინქრონული თარგმანი იმავეს ამბობდა. საღმოს კი, დღის შემაჯამებელი “კურიერის” ყურებისას, ხელახლა “გადათარგმნილი” სინქრონის მიხედვით, თურმე ანგელა მერკელი რუსეთის მიწის დაყრაზე, მის დაქცევასა და საქართველოს გამართლებაზე საუბრობდა.

ყველაფერი ეს კი დღევანდელმა ერთ–ერთმა, თითქოს უმნიშვნელო სინქრონმა გამახსენა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე ვნახე,

რენი ჰარლენმა საქართველოში ფილმის გადაღებები დაასრულა. თბილისი უკვე დატოვა გადამღები ჯგუფის ძირითადმა ნაწილმა.

ახალ ამბავს ახლავს ვიდეოც, რომელშიც რენი ჰარლინის სინქრონია (00.25–00.49), რომლის ტექსტიც საერთოდ აცდენილია იმ აზრს, რასაც ქართულად ნათარგმნი “ბატონი ხმა” ამბობს.

თუ მე ვცდები, მაში გამოდის, რომ ეს სინქრონი შემაჯამებელი იყო იმ ინფორმაციისა, რაც რენი ჰარლინმა ჟურნალისტს უთხრა. ეს კი ცალკე ამბავია, რამდენად ეთიკური და სწორია ამის ამ სახით დამონტაჟება. ანუ ისე, რომ მაყურებელი, რომელმაც ინგლისური არ იცის, მოატყუო, ხოლო რომელმაც იცის – სერიოზულად დააეჭვო ამ ინფორმაციის სინამდვილეში.

Read Full Post »