Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘პრესა’

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ნაწილობრივ უარი ვთქვი მხატვრობაზე, მომღერლობასა და მსახიობობაზედა ჩემი მომავალი ჟურნალისტიკას დავუკავშირე. გუშინ კი აღმოვაჩინე და საფუძვლიანად დავრწმუნდი, რომ ჟურნალისტიკაში მიმდინარე ბევრი რამ არ მცოდნია. შიდასამზარეულოს ვგულისხმობ.

ჰოდა გუშინ ღამით, 11–ისკენ ალბათ, Facebook–ზე დავწერე:

მე, როგორც სამარცხვინო ჟურნალისტმა, გადავწყვიტე, გაზეთები ვიკითხო და რომლებით დავიწყო? არ ვხუმრობ.

ნუ არაფერი… დავწექი, დავიძინე.

დღეს ისე ჩავრთე კომპიუტერი, ეგ არც გამხსენებია. Facebook-ზე კი ვხედავ, რომ ჩემს პოსტზე 57 კომენტარია. მშვენიერი დისკუსია გაჩაღებულა. თაზო “რეზონანსის” კითხვას მირჩევდა (გასაგები მიზეზების გამო) 🙂 და მარი ახსიაშვილი “24 საათისას”. ამ გაზეთის ხსენებას მოჰყვა ტერმინები “მიკერძოებული”, “ხელისუფლების გაზეთი” და მსგავსნი მისნი. “რეზონანსი” შედარებით მშრალად გამოვიდა.

ძალიან მესიამოვნა ეს დისკუსია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ მიერ წამოწყებული თემის გარშემო ატყდა (:P), არამედ ყველა ჭეშმარიტად თავის მოსაზრებას ამბობდა და იმასაც აღიარებდა, რას კითხულობდა და რას – არა. სხვათა შორის, დისკუსიაში გაკვრით “ალიაც” და “ასავალ–დასავალიც” ახსენეს, თუმცა არ ურჩევიათ, წაიკითხეო. ზოგმა ისიც დაწერა, სჯობს ეგრე “სამარცხინო ჟურნალისტად” დარჩეო 🙂

საბოლოო ჯამში “რეზონანსი” და “24 საათი” შემორჩა ლიდერთა პოზიციებს. არადა ორივე ყოველდღიური გაზეთია (კარგია, ეს რომ მაინც მახსოვს): ორივე ერთად სადღაც 1,5 ლარი ღირს. ინტერნეტში მათი წაკითხვა ძააალიან მეზარება, თან “რეზონანსი” ამ ტექნოლოგიის მიმართ მწყრალადაა. მომენატრა სადმე გარეთ დაჯდომა და გაზეთის გადაფრუცვლა. მომენატრა, რა, როდის მიკეთებია? 🙂

ჩემი აზრით, ყველა ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე მინიმუმ 2 განსხვავებულ გაზეთს უნდა კითხულობდეს.  სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სამარცხვინო ჟურნალისტი ვარ. არა, თავს არ ვიკლავ და არ ვიწყევლი, მაგრამ ძალიან არ მომწონს, რომ აღარ ვკითხულობ პრესას და მერე რაღაც–რაღაცებს სხვების ნათქვამიდან ვიგებ. რატომ? 🙂

ამიტომაც გადავწყვიტე, გაზეთების კითხვა 3 მიზეზით დავიწყო:

1.  გავეცნო პრესას და იქაურ ჟურნალისტებს

2. გავიგო იქაური ტენდენციები

3. დავეხმარო პრესას

აი, მესამე პუნქტის გამო, ალბათ, მართლა ვიზამ ამას, რადგან დღევანდელ პრესას მართლა უჭირს.

უჭირს იმიტომ, რომ კონკურენტები არ ჰყავს.

არ ჰყავს იმიტომ, რომ არ იცის, რომ ჰყავს.

იმიტომ არ იცის, რომ არ აინტერესებს.

არ აინტერესებს იმიტომ, რომ არ იყიდება ნორმალურად.

ჯანდაბას, 2 ლარს მოვიძულებ, ჩემს სიზარმაცესაც როგორმე მოვერევი და დღეს 2 გაზეთს ვიყიდი. თვალს გადავავლებ და შემდეგ პოსტში მოკლედ შევაჯამებ. მოკლედ, გამაგრდი, Zurriuss! 🙂

Read Full Post »