Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘საქართველო’

მახსოვს, აგვისტოს ომის პერიოდში, როცა უცხოელების კომენტარები გადიოდა პირდაპირი ეთერით, ქართველები როგორ თარგმნიდნენ. შუადღისას გაკეთებულ განცხადებაში, რომელშიც გერმანიის კანცლერი არც თუ ისე გვამართლებდა რუსეთის წინააღმდეგ ომში, სინქრონული თარგმანი იმავეს ამბობდა. საღმოს კი, დღის შემაჯამებელი “კურიერის” ყურებისას, ხელახლა “გადათარგმნილი” სინქრონის მიხედვით, თურმე ანგელა მერკელი რუსეთის მიწის დაყრაზე, მის დაქცევასა და საქართველოს გამართლებაზე საუბრობდა.

ყველაფერი ეს კი დღევანდელმა ერთ–ერთმა, თითქოს უმნიშვნელო სინქრონმა გამახსენა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე ვნახე,

რენი ჰარლენმა საქართველოში ფილმის გადაღებები დაასრულა. თბილისი უკვე დატოვა გადამღები ჯგუფის ძირითადმა ნაწილმა.

ახალ ამბავს ახლავს ვიდეოც, რომელშიც რენი ჰარლინის სინქრონია (00.25–00.49), რომლის ტექსტიც საერთოდ აცდენილია იმ აზრს, რასაც ქართულად ნათარგმნი “ბატონი ხმა” ამბობს.

თუ მე ვცდები, მაში გამოდის, რომ ეს სინქრონი შემაჯამებელი იყო იმ ინფორმაციისა, რაც რენი ჰარლინმა ჟურნალისტს უთხრა. ეს კი ცალკე ამბავია, რამდენად ეთიკური და სწორია ამის ამ სახით დამონტაჟება. ანუ ისე, რომ მაყურებელი, რომელმაც ინგლისური არ იცის, მოატყუო, ხოლო რომელმაც იცის – სერიოზულად დააეჭვო ამ ინფორმაციის სინამდვილეში.

Read Full Post »

iloveyougeorgiavb3ქართველებს მოდა გვიყვარს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვგიჟჟჟჟჟდებით ისე გვიყვარს! ამას ვამბობ არანაირ გამოკითხვასა და წყაროზე დაფუძნებით. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვხედავ ჩემ გარშემო და რისი ნაწილიც, ნებით თუ უნებლიედ, მეც ვარ. ქვემოთ მოყვანილი თეზისები ყველაზე არ ვრცელდება, მაგრამ ბევრი თავისას ამოიკითხავს.

  • გვიყვარს სერიალები. რა მნიშვნელობა აქვს, ეს ჩემი საყვარელი ”ჰაუსი” იქნება თუ გვადალუპესებრთა ოჯახის წარმომადგენელი. სერიალი სერიალია – მოდა.
  • გვიყვარს მოწევა: ხელოვნურად დაგრუზულები რომ მეგობრებთან გავიქცევით და ერთ-ორ ღერს (თუ წვრილი იქნება, უფრო დონეა) რომ გავუფუილებთ სახლში ”ვამე ჯეჯააააა!”-ს ძახილით.
  • გვიყვარს, როცა გვეფერებიან. მაშინაც კი, როცა ერთი ხელით გვეალერსებიან, მეორეში კი მათრახი უჭირავთ. ეს სიუტაცია მაშინაც გვიყვარს, როცა ვიცით ამის შესახებ (ეს, ვერ გავარკვიე, ხასიათში გვაქვს თუ ახალი მოდაა).
  • გვიყვარს, როდესაც ერთსა და იმავე საგანს ორი სხვადასხვა მხრიდან გადავუღებთ სურათს და ორივეს სხვადასხვა ფოტოდ გავასაღებთ.
  • გვიყვარს ერთი რომელიმე ტანსაცმლის ამოჩემება. აი, ყველა (გოგონები უფრო) რომ ერთ რაიმეს იყიდის და თურმე ყველა რომ იმაში გრძნობს თავს კომფორტულად, ის ყოფილა რასაც აქამდე ელოდნენ, იმის გარეშე ”ხო პრრრროსტო ძერზკი ვერ იქნები” და ა.შ. ბოლო დროს ასეთი ჩასაცმელი ე.წ. ჩადჟმული შარვლებია, რომელიც ყველას აცვია: განურჩევლად წონისა, სიმაღლისა, საჯდომის ზომისა. ყველას უნდა, იყოს ჩადჟმული ნინძა და იმიტომ.
  • გვიყვარს, როდესაც გვგონია, რომ არ ვართ მასოვკის წევრები და ყველანი განსხვავებულები ვართ. ისეთები, რომ ზოგჯერ ვერავინ რომ ვერ გვიგებს. უკვე იმდენი ”განსხვავებული” დაგროვდა, რომ ერთი დიდი ”განსხვავებული მასოვკა” შეიქმნა.
  • გვიყვარს ქართული ტანისამოსის ტარება – როცა ჩვენს მეგობარსაც აცვია და, მთლად უკეთესი, თუ ამას ტელევიზია გააშუქებს.
  • გვიყვარს საკუთარი, ზოგჯერ ყველაზე მკრეხელური და ამაზრზენი აზრის საჯაროდ გამოჭენება, ვინაიდან თავისუფლება ნებას გვაძლევს, თუნდაც შუა ქუჩაში გავშიშვლდეთ, შპაგატში ჩავსხდეთ და ისე ვიყვიროთ ”მე მიყვარს საქართველოოო!”
  • გვიყვარს ქვეყნის სიყვარულში შეჯიბრება.
  • გვიყვარს ნებისმიერ რამეზე საკუთარი ”აზრის” გამოთქმა. თუნდაც ნოეს კიდობანზე საუბრისას რომ წამოვიძახოთ, იღუპება საქართველო ან რამე ეგეთი.
  • გვიყვარს, როცა ვიცით, რომ ბევრი ვიცით და სად წავიღოთ, აღარ ვიცით.
  • გვიყვარს, როცა ერთმანეთს ინგლისურად შევებაასებით ხოლმე, ისე, როგორც 20 წლის წინ (მთელი 200 წელი) ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ რუსულად.
  • გვიყვარს, როდესაც ვამბობთ ”ხალხნო, ეს ფაქტი ყურადღების მიქცევას არ იმსახურებს!” და იმდენს ვიძახით, სანამ ყველა არ გაიგებს…

ჩვენ გვიყვარს ქართული მოდა 🙂

თუ რამე გამომრჩა, დაამატეთ. ყველა სფეროს მე ვერ გავწვდები

Read Full Post »