Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘Books’

pჩემი პირველი პოსტი ეძღვნება პროგრამას. იგი Google–ის ერთ–ერთი დამატებაა და Google Book Search ჰქვია. სერვისი მოიცავს მრავალ დასკანირებულ წიგნს გადაყვანილს ციფრულ ფორმატში. ეს არის უზარმაზარი ინტენეტბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ინტერნეტმომხმარებლისათვის.

Google Book Search–ში წარმოდგენილია, როგორც “ღია”, ისე “დახურული” წიგნები. პირველ მათგანში მოიაზრება წიგნები, რომლის ყველა გვერდის ხილვის უფლება აქვს ყველას. ასეთების ჩამოტვირთვა შესაძლებელია და იგი PDF ფორმატით ხდება. მეორეში კი გვერდების წაკითხვის შესაძლებლობა შეზღუდულია. არის მესამე კატეგორიაც, რომელიც წიგნის გვერდებს საერთოდ არ აჩვენებს, ვინაიდან ამისთვის თანხაა გადასახდელი. წიგნების მოსაძებნად გამოიყენება მარტივი საძიებო სისტემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია წიგნების ჟანრების მიხედვით მოძებნა ან, პირდაპირ, სათაურით პოვნა.google-book-searchროგორც ადმინისტრაცია აცხადებს,  2008 წლისათვის Google Book Search–ს უკვე დასკანერებული ჰქონდა 7 მილიონი წიგნი, რომელთაგან 1 მილიონი ღიაა და სრულიად ხელმისაწვდომი.

დღეს საკუთარ მაგალითზე გამოვცადე ეს სერვისი. იმედი მქონდა, ჩემ მიერ მოძებნილი წიგნი იმ 1 მილიონში მოხვდებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ლუჩანო პავაროტის “ჩემი სკუთარი ამბავი” უფასოდ ხელმიუწვდომელია 😉

Read Full Post »